საოპერაციო რისკების შესახებ ინფორმაციის გაცვლა
2014 წლის პირველი იანვრიდან „კრედიტინფო საქართველოს“ შესაბამისი მონაცემთა ბაზის მეშვეობით ქართულ ბანკებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ ინფორმაცია საოპერაციო რისკების შესახებ. ეს არის ინფორმაციები საოპერაციო ინციდენტების/ქმედებების შესახებ რომლის შედეგადაც ბანკს ან კლიენტს შესაძლებელია მიადგეს ან უკვე მიადგა ზიანი.
ზიანი შესაძლოა გამოწვეული იყოს ბანკის პერსონალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ბანკის შიდა პროცესების ან გამოყენებული სისტემების გაუმართაობით. ასევე, გარეშე პირთა ქმედებებით რომელიც მიმართულია ქონების მოტყუებით მიღების, მითვისების ან სხვა კანონსაწინააღმდეგო გზით სარგებლის მიღებისაკენ.
ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბანკს რომელიც იზიარებს საერთაშორისო საბანო ზედამხედველობის კომიტეტის რეგულაციებს (ე.წ. ბაზელ-2) სხვადასხვა სახის სისტემური რისკების შემცირების კუთხით.
„კრედიტინფო საქართველო“ უზრუნველყოფს კლიენტის მიერ სისტემაში მონაცემთა პირდაპირი იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობას და შეუზღუდავ წვდომას საოპერაციო რისკების მონაცემთა ბაზასთან.