წარუმატებელი გარიგებების თავიდან აცილებაში – არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა დროული ამოცნობით.
დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომიაში – იმ კლიენტურისათვის კრედიტის გაცემა/მომსახურებაზე და საქონლის მიწოდებაზე უარის თქმით, რომლებიც პოტენციურად გადამხდელუუნარონი არიან.
ჩამოწერების შემცირებაში – ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.
ნაღდი ფულის მოძრაობის გაუმჯობესებაში – ნაკლები ცუდი გადამხდელის ყოლა ნიშნავს ნაკლებ დავალიანებას.
სუფთა მოგების მაჩვენებლის ზრდაში – ნაკლები ჩამოწერების შედეგად.
არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაში – არავის არ უნდა ჰქონდეს სურვილი არაკეთილსინდისიერ კლიენტს საქონელი ან მომსახურება კრედიტში მიჰყიდოს.
საფასო პოლიტიკის დადგენაში – საშუალება გეძლევათ, კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტი დაბალი ტარიფებით წაახალისოთ.
სესხის აკრეფის ხარჯების შემცირებაში – უზრუნველყოფთ თანხის ამოღებას დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯებით.
საფინანსო ბაზარზე ჩვენი მომსახურების არსებობა ზრდის კარგ კლიენტებზე კონკურენციას – კონკურენცია კი ყოველთვის კლიენტის საუკეთესო მომსახურების საწინდარია!