Home » პროდუქტები » საკრედიტო რეპორტი

საკრედიტო რეპორტი არის საკრედიტო ისტორიის სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. საკრედიტო რეპორტის შემადგენელი ნაწილია, აგრეთვე, გადახდების ისტორია და ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებული ინფორმაციაც. გარდა ამისა, რეპორტი გარკვეულ პირად მონაცემებსაც შეიცავს.

საკრედიტო რეპორტი გამოიყენება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა საკრედიტო ორგანიზაციის (ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ მსესხებლების, სადისტრიბუციო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების, სადაზღვეო კომპანიებისა და სხვ.) მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საკრედიტო რეპორტში ინფორმაცია რჩება კონტრაქტის დახურვიდან 5 წლის განმავლობაში.

აღნიშნული პროდუქტი შესალებლობას გაძლევთ სწორად მართოთ თქვენი ბიზნესი:

  • გადაამოწმეთ თქვენი კლიენტის ან ბიზნესთან დაკავშირებული სხვა პირების არსებული ფინანსური სტაბილურობა
  • გარიგების დადებამდე იცოდეთ როგორ უმკლავდება თქვენი კლიენტი არსებულ ვალდებულებებს
  • დაიცავით საკუთარი ბიზნესი ურჩი გადამხდელებისგან და უიმედო დებიტორებისგან.

იურიდიული პირებისთვის ძირითადი და დამატებით პროდუტებით სარგებლობის ღირებულება დამოკიდებულია თვის განმავლობაში შესრულებული ძიებების რაოდენობაზე