კრედიტინფო საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა პრეტენზიების ეფექტური და დროული მართვა, საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა.
მომხმარებელს უფლება აქვს დააფიქსიროს პრეტენზია წერილობითი, ზეპირი ან ელექტრონული ფორმით.
პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე ბიუროს მიერ პრეტენზიის მიღების მომენტიდან.
პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ იდენტიფიცირებულ კლიენტს ეცნობება კომუნიკაციის წინასწარ შეთანხმებული ფორმით (წერილობითი, ელექტრონული ზეპირი ან სხვა). ბიურო მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირებას ახდენს:
პრეტენზიის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბიუროს ცხელ ხაზზე: 2623555
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე – www.nbg.gov.ge/consumerprotection და ცხელ ხაზზე – 032 240 64 06.