კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო პროდუქტები მომართულია გადახდების ვადაგადაცილების რისკის გამოაშკარავებასა და დეფოლტის ალბათობის დადგენაზე. ჩვენი მთავარი საქმიანობაა საკრედიტო ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, დამუშავება და მართვა, რაც თქვენი საკრედიტო პორტფელის ხარისხის გარანტიაა. ჩვენი პროდუქტები გამოიყენება საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ინტერნეტ-ლენდერების, ასევე სალიზინგო, სატელეკომუნიკაციო და სხვა კომპანიების მიერ. შეუერთდით ჩვენს საკრედიტო ბიუროს და ჩვენ დაგეხმარებით საკრედიტო რისკის დროულ განსაზღვრაში და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.