ეს რეპორტი მოიცავს ე.წ. „ინსრუმენტულ პანელს“ (Dashboard) სადაც თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტის შესახებ. კერძოდ, აქ შეგიძლიათ, იხილოთ სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კრედიტინფო პრედიქტორის შეფასება და მიზეზის კოდები, ძიებების მაჩვენებლები, არსებული ღიადა შეწყვეტილი კონტრაქტების რაოდენობა, ვადაგადაცილებული თანხების ჯამი.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აინტერესებს გავრცობილი ინფორმაცია მსესხებლის შესახებ, ღილაკის საშუალებით „დეტალების ნახვა“, იგი გადადის „გაფართოებულ რეპორტზე“, სადაც დამატებით იხილავს „გლობალურ შემაჯამებელ ინფორმაციას“ ამა თუ იმ სუბიექტზე. აქ დეტალურად არის მოცემული სუბიექტის მიმდინარე და შეწყვეტილი სესხების ტიპი, კრედიტის მთლიანი თანხა, ბალანსი, ვადაგადაცილებული დღეებისა და თნხის ოდენობა, დარიცხული ჯარიმები.
ახალი საკრედიტო რეპორტი იქმნება უკვე არებულ სისტემაზე (CBS) და ეფუძნება სტანდარტული საკრედიტო რეპორტის შინაარს, აქვს განახლებული დიზაინი.
იურიდიული პირებისთვის ძირითადი და დამატებით პროდუტებით სარგებლობის ღირებულება დამოკიდებულია თვის განმავლობაში შესრულებული ძიებების რაოდენობაზე