ჩვენი სერვისი ასრულებს მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით მათთვის ვინც აწარმოებს ფულის, სერვისის ან საქონლის კრედიტში გაცემას.
კრედიტინფო საქართველოს საქმიანობის არსი მდგომარეობს შემდეგში: კომპანიებსა და ორგანიზაციებს რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, გაწევრიანების საფასურის გადახდის შემდეგ, საშუალება ეძლევათ გამოიყენონ ჩვენი სერვისები. ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადის გარდა, მომხმარებელი იხდის ასევე დამატებით საფასურს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მიიღებს კრედიტინფო საქართველოს მონაცემთა ბაზიდან. ამ საფასურის ოდენობა დამოკიდებულია ინფორმაციის მიღების სიხშირეზე (ღილაკზე დაწკაპუნების რაოდენობა). ინტერნეტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სახელისა და პაროლის გამოყენებით მისთვის სასურველი მონაცემი მიიღოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.