კრედიტინფო საქართველო და საქართველოს ეკონომიკა – საერთაშორისო ორგანიზაცია IRP-ს მიმოხილვა

19/06/2017

საერთაშორისო კომპანია IRP-მ მოამზადა ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს “კრედიტინფო საქართველო” ქართული ეკონომიკასა და ფინანსური მომსახურების სექტორზე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში „კრედიტინფო საქართველო” ქართული ეკონომიკის ძირითად პარტნიორსწარმოადგენდა. ის კვლავაცუზრუნველყოფს მას საკრედიტო რისკების მართვის პლატფორმით რაც პასუხისმგებლიანკრედიტორებს წარმატების, მომხმარებლებს კი კრედიტის სასურველი საპროცენტო განაკვეთით მიღების საშუალებას აძლევს.

ბოლო დროს მიღებულმარეგულაციებმასაგრძნობლად გაზარდა მომხმარებლებისა და კრედიტორების უფლებები და შექმნა სტაბილური გარემო, სადაც კლიენტისთვის კრედიტის გაცემა გამჭვირვალედ და თანმიმდევრულად ხორციელდება.

უდავოდ ბევრი რამ გაკეთდა მცირე ბიზნესისა თუ დამწყები საწარმოებისთვის კრედიტის გაცემის პროცესის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია კვლავაც შეეწყოს ხელი ბიუროს – ახალი მონაცემებისმოპოვებასა და კომპანიების შეფასების სისტემის დახვეწაში, რაც მომავალში გამაძლიერებელ ეფექტსიქონიებს ქართულ ეკონომიკაზე.

კატეგორიები