“ჩემი კრედიტინფო” სერვისის ახალ სისტემაზე გადასვლა
20 აპრილიდან ხორციელდება “ჩემი კრედიტინფო” სერვისის ახალ სისტემაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ცვლილებებს არსებულ პირობებში. ნაცვლად არსებული ორი სახის მომსახურებისა, ახალ სისტემაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტიპის სერვისები:
ჩემი კრედიტინფო საბაზისო – ღირებულება 5 ლარი – ფიზიკური და იურიდიული პირი, წვდომის ხარნგრძლივობა 30 დღე. ამ მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება ნახოს საკუთარი საკრედიტო რეპორტი. აღნიშნულ პაკეტში არ შედის საკრედიტო რეიტინგი და მონიტორინგის შეტყობინებების მიღება;
ჩემი კრედიტინფო სტანდარტული – ღირებულება 20 ლარი – ფიზიკური და 30 ლარი – იურიდიული პირი, წვდომის ხანრგრძლივობა – 365 დღე; ამ მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება ნახოს:
ა) საკუთარი საკრედიტო რეპორტი
ბ) საკრედიტო რეიტინგი (ანუ ქულა)
გ) გასული 12 თვის საკრედიტო რეიტინგის დინამიკა
დ) მიზეზები რაც გავლენას ახდენს მის საკრედიტო რეიტინგზე
ჩემი კრედიტინფო პრემიუმი – ღირებულება 30 ლარი – ფიზიკური და 50 ლარი – იურიდიული პირი, წვდომის ხანგრძლივობა – 365 დღე; ამ მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება ნახოს:
ა) საკუთარი საკრედიტო რეპორტი
ბ) საკრედიტო რეიტინგი
გ) გასული 12 თვის საკრედიტო რეიტინგის დინამიკა
დ) მიზეზები რაც გავლენას ახდენს მის საკრედიტო რეიტინგზე
ვ) მიიღოს შეტყობინებები საკრედიტო რეპორტში განხროციელებულ ცვლილებებზე ან ძიებებზე სხვა ორგანიზაციების მხრიდან. ცვლილებებში შედის: ახალი სესხის აღება, სესხის დახურვა, გადახდის განხორციელება.
წლის ბოლომდე მოხდება ახალი ფუნქციების დამატება „ჩემი კრედიტინფო“-ს სერვისის გაუმჯობესებისთვის.
მათ ვისაც შეძენილი აქვს ჩემი კრედიტინფოს ახლანდელი 15 ლარიანი მომსახურება მათ ახალ სისტემაში ექნებათ ჩემი კრედიტინფო სტანდარტული პაკეტი, ხოლო ვისაც ეხლა აქვს აღებული 25 ლარიანი მომსახურება, ახალ სისტემაში ექნებათ პრემიუმ პაკეტი. მათ ვინც მხოლოდ რეგისტრაცია გაიარა და არ გაუაქტიურებია ანგარიში, თანხის გადახდის გზით, 20 აპრილიდან მოუწევთ თავიდან დარეგისტრირება და ზემოთ მოცემული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდა.
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!