ინდივიდუალური ნაერთი სქორი

15/01/2016

ინდივიდუალური ნაერთი სქორი არის სქორინგის მოდელი, რომელიც ფიზიკური პირის სამომავლო საკრედიტო ქცევის პროგნოზირებისას ითვალისწინებს როგორც თავად ფიზიკური პირის საგადახდო ქცევას, ასევე მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების მონაცემებს.  ეს მოდელი  გთავაზობთ ნაერთ სქორ ქულას, ვადაგადაცილების ალბათობას და რისკის კატეგორიას. გარდა ამისა, სქორინგის მოდელი ანიჭებს განმარტების კოდებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებენ რისკის შეფასებას.  მოდელი რეგულარულად განიცდის გადახედვას და განახლებას.