კრედიტინფო საქართველო ეხმარება კლიენტებს:
- წარუმატებელი გარიგებების თავიდან აცილებაში – არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა დროული ამოცნობით.
- დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომიაში – იმ კლიენტურისათვის კრედიტის გაცემა/მომსახურებაზე და საქონლის მიწოდებაზე უარის თქმით, რომლებიც პოტენციურად გადამხდელუუნარონი არიან.
- ჩამოწერების შემცირებაში – ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.
- ნაღდი ფულის მოძრაობის გაუმჯობესებაში – ნაკლები ცუდი გადამხდელის ყოლა ნიშნავს ნაკლებ დავალიანებას.
- სუფთა მოგების მაჩვენებლის ზრდაში – ნაკლები ჩამოწერების შედეგად.
- არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაში – არავის არ უნდა ჰქონდეს სურვილი არაკეთილსინდისიერ კლიენტს საქონელი ან მომსახურება კრედიტში მიჰყიდოს.
- საფასო პოლიტიკის დადგენაში – საშუალება გეძლევათ, კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტი დაბალი ტარიფებით წაახალისოთ.
- სესხის აკრეფის ხარჯების შემცირებაში – უზრუნველყოფთ თანხის ამოღებას დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯებით.
- საფინანსო ბაზარზე ჩვენი მომსახურების არსებობა ზრდის კარგ კლიენტებზე კონკურენციას – კონკურენცია კი ყოველთვის კლიენტის საუკეთესო მომსახურების საწინდარია!
კრედიტინფო ჯგუფის ქრონიკა

Jonas Lukošius New Creditinfo Lithuania CEO
17/03/2025