გადაწყვეტილება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

16/01/2025

2025 წლის 21 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება სს  „ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ აქციონერთა საერთო კრება, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე:  თბილისი, თარხნიშვილის ქ. #2.

კრების დღის წესრიგი:

–  სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს 2024 წლის აუდიტირებული ფინანსური შედეგების, წლიური ანგარიშისა და წლიური ბალანსის დამტკიცება.

–     სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის   მოწონება.

– გადაწყვეტილების მიღება წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით დივიდენდის სახით მოგების განაწილების თაობაზე.

– ცვლილება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში.

 აქციონერებისთვის გადასაცემი მასალების ნუსხა:

  1. წლიური ანგარიში

მასალები გაეგზავნება აქციონერებს სრულად, არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა, ელ-ფოსტის საშუალებით.

კრება ჩატარდება კომპანიის ოფისში, აქციონერთა უფლებამოსილი წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, რომლებიც ადგილზე განახორციელებენ ხმის მიცემას.

გადაწყვეტილება კრების მოწვევის შესახებ ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  და კომპანიის ვებ-გვერდზე.

კრების სააღრიცხვო დღეა 2025 წლის 1 თებერვალი. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან.

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს

გენერალური დირექტორი ალექსანდრე გომიაშვილი

კატეგორიები