IFC-ის პროექტი – უკრაინის ბიუროს მონაცემები

08/02/2023

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო ქვეყანაში მოქმედ საკრედიტო ორგანიზაციებს სთავაზობს უკრაინის მოქალაქეთა საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმებას უკრაინული საკრედიტო ბიუროს ბაზაში. აღნიშნულ პროექტს, რომელიც შარშან დაიწყო IFC-ის  ინიციატივით,  საქართველოც შეუერთდა. პროექტი მიზნად ისახავს უკრაინის მოქალაქეთა საფინანსო ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას.

სერვისი  შესაძლებლობას აძლევს  საქართველოში მოქმედ საკრედიტო ორგანიზაციებს, გადაამოწმონ უკრაინის მოქალაქეთა საკრედიტო ინფორმაცია International Bureau of Credit Histories, იმავე,  IBCH ბაზაში.

IBCH Ukraine – უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი საკრედიტო ბიუროა, რომელიც 2006 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია კრედიტინფო ჯგუფის წევრია. IBCH Ukraine-ის ბაზაში უკრაინის 16 მილიონამდე მოქალაქის საკრედიტო ინფორმაცია, ჯამში  60 მილიონზე მეტი საკრედიტო კონტრაქტია მოცემული.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა IFC-ის პროექტში მონაწილეობა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სერვისი საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს, ისარგებლონ საკრედიტო პროდუქტებით და გაზარდონ წვდომა ფინანსურ რესურსებზე“. – კრედიტინფო საქართველოს გენერალური დირექტორი, ალექსანდრე გომიაშვილი