თქვენ უკვე შეგიძლიათ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ადევნოთ თვალი საკუთარ საკრედიტო ისტორიას.

15/03/2018

კრედიტინფო საქართველოს მიერ შეიქმნა მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ საკუთარი საკრედიტო ისტორია.

ახლა უკვე პირდაპირ თქვენი მობილურიდან შეგიძლიათ გაეცნოთ საკუთარ საკრედიტო რეპორტს, თვალი ადევნოთ ქულას და მიიღოთ შეტყობინებები საკრედიტო ისტორიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მობილური აპლიკაციის დახმარებით საკუთარი საკრედიტო ისტორიის დათვალიერება არ ახდენს გავლენას საკრედიტო რეიტინგზე.

მობილური აპლიკაციის მეშვეობით საკრედიტო ისტორიის გაკონტროლებით დროულად შეძლებთ არასწორ ინფორმაციაზე რეაგირებას და თქვენი ქულის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

აპლიკაცია გადმოსაწერად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

Android
iOS

კატეგორიები