Home » პროდუქტები » საკრედიტო ისტორიის და ქულის გადამოწმება

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მასზე ბიუროში დაცული ინფორმაცია. კერძოდ, საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ამონაწერი (მ.შ. სტანდარტული საკრედიტო რეპორტი, ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია, ასევე სრული ინფორმაცია კრედიტორებისა და მის შესახებ ინფორმაციის მომთხოვნი/მაძიებელი პირების და მათ მიერ განხორციელებული ძიებების რაოდენობის შესახებ), ბიუროს მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ. უფასოდ ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია წელიწადში სამჯერ. ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება მომხმარებელს შეუძლია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით ფოსტის, ელ-ფოსტის ან “ჩემი კრედიტინფოს” სისტემის მეშვეობით.

მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მისი საკრედიტოს სქორის შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს უსასყიდლოდ, ხოლო “ჩემი კრედიტინფოს” პაკეტების გამოყენების შემთხვევაში – ბიუროს მიერ დაწესებული საფასურის სანაცვლოდ. ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება მომხმარებელს შეუძლია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით ფოსტის, ელ-ფოსტის ან “ჩემი კრედიტინფოს” სისტემის მეშვეობით.

მომხმარებელს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ინფორმაციის მიწოდების ფორმა ზემოაღნიშნული ვარიანტებიდან. თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.

ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი იდენტიფიცირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ამონაწერი გაიცემა არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა, სხვა ინფორმაციის (მათ შორის საკრედიტო ქულის) დამუშავებისა და გაცემისთვის ბიუროს უფლება აქვს გამოიყენოს 10 სამუშაო დღის ვადა, თუ კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო არ გახდა ვადის გაგრძელება.

დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:

ტელეფონის ნომერი: 032 262 35 55
ელ-ფოსტის მისამართი: info@mycreditinfo.ge
საფოსტო მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179, ივანე თარხნიშვილის #2.