მომსახურების სტანდარტული პირობები

მომსახურების სტანდარტული პირობები (ხელშეკრულება)

1. ხელშეკრულების საგანი

კომპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს კომპანიის სერვისით – „ჩემი კრედიტინფო“, რის საფუძველზეც მომხმარებელს ენიჭება უფლება გაეცნოს კომპანიის მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით.

2. მხარეთა ვალდებულებები

1. სერვისით „ჩემი კრედიტინფო“ სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ კომპანია ვალდებულია მიანიჭოს მას შესაბამისი სახელი და პაროლი და დაარეგისტრიროს სისტემაში.
2. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის წვდომა მონაცემთა ბაზაზე მომხმარებლის დადგენილი წესით იდენტიფიკაციის შემდგომ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მინიმუმ 1 თეთრის გადარიცხვის მეშვეობით).
3. თუ კლიენტი შეიძენს ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ პაკეტს მონიტორინგის სერვისით კომპანია ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს მონაცემთა ბაზაში მის მიმართ განხორციელებული ცვლილების (სესხის აღება, მორიგი შენატანის განხორციელება, ვადაგადაცილება) და ასევე მის შესახებ ბაზაში არსებული ინფორმაციის მნახველი მესამე პირის ვინაობისა და თარიღის შესახებ.
4. მონაცემთა ბაზის წვდომისთვის საჭირო რეკვიზიტების (მომხმარებლის სახელისა და პაროლის) დაკარგვის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში მომხმარებელი წერილობით აცნობებს კომპანიას აღნიშნულის თაობაზე. მომხმარებლის იდენტიფიცირებული განცხადების საფუძველზე კომპანია უსასყიდლოდ აღუდგენს მომხმარებელს დაკარგულ რეკვიზიტებს და/ან მიიღებს შესაბამის ზომებს საინფორმაციო ბაზაზე წვდომის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
5. თუ მომხმარებელი ფიზიკური პირია, მას უფლება აქვს რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის წარმატებით გავლის შემდგომ წლის განმავლობაში სამჯერ ჩამოტვირთოს საკუთარი საკრედიტო რეპორტი უფასოდ
6. თუ მომხმარებელი იურიდიული პირია, მის მთავარ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ ექაუნთზე დაამატოს/წაშალოს/დაარედაქტიროს დამატებითი მომხმარებლები, მათი ტელეფონის ნომრის მითითების საშუალებით, რომლებიც მიიღებენ მონაცემებზე წვდომას მხოლოდ დადგენილი წესით იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, მთავარი მომხმარებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისად.
7.მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური. საფასურის გადახდამდე კომპანია უფლებამოსილია არ მიაწოდოს მომხმარებელს შესაბამისი პაკეტით გათვალისწინებული მომსახურება.

3. მომსახურების ფასი და გადახდის პირობები

1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მისთვის სასურველი პაკეტით მომსახურების ფასი. გადახდა უნდა განხორციელდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით კომპანიის ანგარიშზე (№GE48BG0000000905231300, სს „საქართველოს ბანკი“ , №GE46TB7830536020100004, სს „თიბისი ბანკი“ ან კომპანიის/კომპანიის უფლებამოსილი წარმომომადგენლის მიერ მითითებულ სხვა ანგარიშზე).
2. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება არჩეული პაკეტის მიხედვით. კომპანია კლიენტს სთავაზობს შემდეგ პაკეტებს:
2.1. ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი პაკეტები:
– სტანდარტული პაკეტი. 1 თვიანი მომსახურების საფასური – 4.99 ლარი; 12 თვიანი მომსახურების საფასური – 19.99 ლარი.
– პრემიუმ პაკეტი. 1 თვიანი მომსახურების საფასური – 7.99 ლარი; 12 თვიანი მომსახურების საფასური – 29.99 ლარი.
2.2. იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი პაკეტები:
– სტანდარტული პაკეტი – 12 თვიანი მომსახურების საფასური – 30 ლარი.
– პრემიუმ პაკეტი – 12 თვიანი მომსახურების საფასური – 50 ლარი
2.3. კომპანიას შეუძლია კლიენტს შესთავაზოს ზემოაღნიშნული პაკეტებისგან განსხვავებული მომსახურების პაკეტი, რომლის პირობებსაც კლიენტი შეიძლება დაეთანხმოს დამატებითი წერილობითი შეთანხმების ან განაცხადის საშუალებით.

4. დასკვნითი დებულებები

1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ის საკითხი რაც წინამდებარე ხელშეკრულებით არ რეგულირდება გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია მომხმარებელთან განხორციელდება სისტემაში რეგისტრირებულ მობილური ტელეფონის ნომრის ან ელფოსტის მეშვეობით.
3. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს თუ ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოშლამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელს არ უბრუნდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი მომსახურების ფასი.
4. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან/და შეუთანხმებლობა მხარეთა შორის უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლო.

Creditinfo Georgia - 2 iv.Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural