გადაამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია და საკრედიტო ქულა.
საკრედიტო ქულა გეხმარებათ საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში, რადგან, რაც უფრო მაღალია ქულა, მით ნაკლები რისკით აფასებენ კრედიტორები თქვენს საკრედიტო ისტორიას.
ფიზიკური პირი – 4.99 ლარი / 1 თვე
ფიზიკური პირი – 19.99 ლარი / 12 თვე
იურიდიული პირი – 30 ლარი / 12 თვე
რას მიიღებთ ჩემი კრედიტინფოს სტანდარტულიმომსახურებიდან
გადაამოწმეთ უახლესი საკრედიტო ისტორია
შეამოწმეთ საკუთარი საკრედიტო ქულა და რეიტინგი
1 წლის განმავლობაში შეგიძლიათ ამოწმოთ კრედიტინფოს ბაზაში თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია. რეპორტი მოიცავს გადახდების ისტორიას და დეტალურ ინფორმაციას ყველა ტიპის კონტრაქტთან დაკავშირებით.
საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს, განსაზღვრონ რამდენად დროულად დაიფარება სესხი.
ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით შესაძლებელია საკრედიტო ქულის ბოლო 12 თვის ისტორიის ნახვა. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის პროგრესს და გაანალიზოთ თქვენი ქცევა.
გაიგეთ რა ძირითადი ფაქტორები ახდენს უარყოფით გავლენას თქვენს საკრედიტო ქულაზე. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მაქსიმუმ 5 ფაქტორის შესახებ, რომლითაც განპორობებულია თქვენი საკრედიტო რეიტინგი.