ინტერვიუ: ალექსანდრე გომიაშვილი, კრედიტინფო საქართველოს გენერალური დირექტორი, საკრედიტო ბიუროს შესახებ
24/04/2017
კრედიტინფო საქართველოს გენერალური დირექტორი, ალექსანდრე გომიაშვილი საუბრობს საკრედიტო ბიუროს დადებით მხარეებზე თავის ინტერვიუში ბიზნეს პრეს ნიუსთან. აღნიშნულია საკრედიტო ბიუროს განვითარების ისტორია და რა ინფორმაციის შეგროვება მოხერხდა ბოლო 12 წლის განმავლობაში. საკრედიტო ბიურო ფლობს ინფორმაციის ბაზას, რომელიც აერთიანებს 18 მილიონზე მეტ სასესხო ჩანაწერს. ბაზაში ეს ინფორმაცია ინახება უახლესი ISO სერთიფიცირების მიხედვით. მიუხედავად ბევრი სარგებლისა, რომელიც ქვეყანამ ნახა საკრედიტო ბიუროს არსებობით, მაინც შესაძლებელია ამ დარგის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ინფორმაციის ახალ წყაროების მიღებით შესაძლებელია საქართველოში საბანკო და საფინანსო სექტორის კიდევ უფრო გაუმჯობესება.