თქვენი საკრედიტო რეპორტი არის თქვენივე საკრედიტო ისტორიის სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. საკრედიტო რეპორტისშემადგენელი ნაწილია, აგრეთვე, გადახდების ისტორია და ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებული ინფორმაციაც. გარდა ამისა, რეპორტი გარკვეულ პირად მონაცემებსაც შეიცავს. საკრედიტო რეპორტი გამოიყენება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა საკრედიტო ორგანიზაციის (ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ მსესხებლების, სადისტრიბუციო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების, სადაზღვეო კომპანიებისა და სხვ.) მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საკრედიტო რეპორტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკრედიტო ორგანიზაციები ყოველდღიურ რეჟიმში აგზავნიან განახლებულ ინფორმაციას კრედიტინფოს ბაზაში, ხოლო სრულ ინფორმაციას ტვირთავენ თვეში ერთხელ. არასაკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სესხის გამცემი სუბიექტები ინფორმაციას სხვადასხვა მონაკვეთში გვაწვდიან, ეს შეიძლება თქვენს საკრედიტო რეპორტში არსებული მცირე ცდომილების მიზეზი გახდეს, რაც შესაბამის გავლენას იქონიებს საკრედიტო ქულაზე.
თქვენს საკრედიტო რეპორტში ცდომილების დაფიქსირების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ კრედიტინფოს. შეცდომების გასწორების ყველაზე სწრაფი გზა ჩვენთან დაკავშირებაა.
თქვენი საკრედიტო განაცხადის განხილვის დროს (ბიზნეს-, სამომხმარებლო-, იპოთეკურ- სესხზე, საკრედიტო ბარათზე, განვადებაზე, ინტერნეტ სესხსა და სხვ.) ორგანიზაციას ესაჭიროება თქვენი გადახდის ქცევისა და მიმდინარე ვალდებულებების გადამოწმება. საკრედიტო რეპორტი კი სწორედ თქვენს ფინანსურ სანდოობაზე მეტყველებს.
თქვენი საკრედიტო რეპორტით შეიძლება დაინტერესდნენ შემდეგი ადამიანები ან ორგანიზაციები:
საკრედიტო რეპორტში ნებისმიერი ტიპის სესხზე ინფორმაცია ინახება სასესხო კონტრაქტის დახურვიდან 5 წლის განმავლობაში.
ყველა საკრედიტო ორგანიზაცია შეფასების საკუთარი კრიტერიუმებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემასთან დაკავშირებით. თქვენი გადახდები და მთლიანი ვალდებულებები კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ პროცესში, შესაბამისად, წარსულში დაგვიანებით განხორციელებულმა გადახდამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ფინანსური მომსახურების მიღებაში.
საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, მცდარი, ანარასწორად გადმოცემული ინფორმაციის გასწორება, შეცვლა, ან წაშლა შეიძლება საკრედიტო ისტორიის სუბიექტის წერილობითი განცხადების, ან სს “კრედიტინფო საქართველოს” კლიენტის (ინფორმაციის მიმწოდებლის) წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განხორციელდეს. თუმცა, წაშლას მხოლოდ შეცდომით, ან არაკანონიერად გადმოგზავნილი ინფორმაცია ექვემდებარება.