გადაწყვეტილება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

07/02/2022

სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“, რომლის იურიდიული მისამართია: თბილისი, თარხნიშვილის ქ.#2, აცნობებს თავის აქციონერებს, რომ 2022 წლის 4 მარტს, 16:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე გაიმართება საზოგადოების მორიგი აქციონერთა საერთო კრება.

კრების დღის წესრიგი:

– სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს 2021 წლის აუდიტირებული ფინანსური შედეგების, წლიური ანგარიშისა და წლიური ბალანსის დამტკიცება.

– სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონება.

– გადაწყვეტილების მიღება წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით დივიდენდის სახით მოგების განაწილების თაობაზე.

– კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საკითხები. კრების სააღრიცხვო დღეა 2022 წლის 15 თებერვალი. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან.

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს
გენერალური დირექტორი
ალექსანდრე გომიაშვილი