საკრედიტო ბიუროების როლი საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებაში

26/04/2017

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა კრედიტინფო საქართველოს საქმიანობა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მისი როლი კერძო სექტორის განვითარებაში. კვლევაში ხაზგასმულია თუ რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს საკრედიტო ბიუროებს ქვეყნებისთვის: დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები, გაუმჯობესებული მომსახურების პირობები, შემცირებული საკრედიტო რისკი და სხვა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ინფორმაციის ახალ წყაროებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო დაეხმარებათ ერთის მხრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიიღონ უფრო მეტი წვდომა ფინანსურ რესურსებზე და მეორე მხრივ შეამცირებს ორგანიზაციებისთვის საკრედიტო რისკს და გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.

https://www.facebook.com/SocietyAndBanks/videos/1449635051777627/

კატეგორიები