აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

გადაწყვეტილება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

2022 წლის 21 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება სს  „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრება, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე:  თბილისი, თარხნიშვილის ქ. #2.

კრების დღის წესრიგი:

  • სადამფუძნებლო შეთანხმების დამტკიცება.
  • წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
  • აქციონერთა ხელშეკრულებაში ცვლილებების დამტკიცება.
  • სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევა.

აქციონერებისთვის გადასაცემი მასალების ნუსხა:

1. წესდების ახალი რედაქციის პროექტი

2. სადამფუძნებლო შეთანხმების პროექტი

3. აქციონერთა ხელშეკრულების ახალი რედაქციის პროექტი

მასალები გაეგზავნება აქციონერებს სრულად, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებებთან ერთად, ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე.

კრება ჩატარდება კომპანიის ოფისში, აქციონერთა უფლებამოსილი წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, რომლებიც ადგილზე განახორციელებენ ხმის მიცემას.

გადაწყვეტილება კრების მოწვევის შესახებ ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  და კომპანიის ვებ-გვერდზე.

კრების სააღრიცხვო დღეა 2022 წლის 3 ოქტომბერი. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან.

 

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს

გენერალური დირექტორი

ალექსანდრე გომიაშვილი

Creditinfo Georgia - 2 iv.Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural